IMG_0963

ერდო ჯგუფის საკომისიო

ერდო ჯგუფის საკომისიო – ყიდვა-გაყიდვის შემთხვევაში

“ერდო ჯგუფის” საკომისიო შეადგენს 6%-ს, 3%-ს გამყიდველის და 3%-ს მყიდველის მხრიდან. ამ თემაზე არსებობს სხვადასხვა რეაქციები:

მაგალითად, კითხვა: ო, რა ბევრია?! პასუხი: ო, არ არის ბევრი, იმიტომ რომ:

1. მთელს მსოფლიოში (ყოველ შემთხვევაში ამერიკა-ევროპაში) ზუსტად ასეა.

2. როდესაც ჩვენ ვიღებთ 6%-ს მაშინ შეგვიძლია უკვე გავაკონტროლოთ მთელი ბაზრის ინფორმაცია. ვინაიდან, ხშირად ერთი აგენტი წარმოადგენს მყიდველს, ხოლო მეორე – გმყიდველს, ანუ ეს თანხა შუაზე იყოფა. ანუ 6% წარმოადგენს იმ ოდენობას, რომელიც ორივე მხარეს, თუნდაც ორ სხვადასხვა კომპანიას აკმაყოფილებს და აქედან გამომდინარე, ისინი დაუბრკოლებლად და წარმატებულად ცვლიან ინფორმაციას. სხვა შემთხვევაში, რომ იყოს მხოლოდ 3%, კონკრეტული აგენტი იძულებული იქნებოდა ეჩვენებინა მხოლოდ საკუთარი ვარიანტები, ანუ მისი ინფორმაცია იქნებოდა მწირი და არა ყოვლისმომცველი.

3. შესაბამისად, მწირ ინფორმაციაში მეტია შანსი რაღაც შეგხვდეს არარეალურ ფასში, ვინაიდან არჩევანის უქონლობაა.

4. 3%, ამ შემთხვევაში თითოეული მხარის ცალკე გადასახდელი, არ წარმოადგენს ისეთ ვაი-უშველებელ თანხას, რომ არ გიღირდეს მომსახურების მიღება. ნუთუ არ ჯობია სახლში, ტახტზე იყო წამოწოლილი შენს ოჯახთან ერთად, ხოლო შენს მაგივრად ოფლში გახვითქული მაკლერი დაეძებდეს შენთვის სხვადასხვა ვარიანტებს. და შემდგომ, შენ ჩაიზე, შოკოლადის ფილის კნატუნით წყვეტდე რომელი ვარიანტი შეგესაბამება. ნუთუ არ გიღირს უხერხულობისა და ზედმეტი გაწითლებების მაგივრად, ამაში ვალდებული მაკლერი ავაჭრო მეორე მხარეს, ნუთუ არ გიღირს ეს საბუთების აბდაუბდა მაკლერმა მოგიგვაროს და პრიალა ფერად ფაილში ხელმოსაწერად მოგართვას. ნუთუ არ გიღირს ერთგულმა მაკლერმა მოგართვას საბოლოოდ სახლის გასაღები და თან მშვიდობა-მშვიდობის ძახილით შამპანიური დაგიბუთქუნოს და თან შენ პატარა ბავშვებს სიურპრიზები და კანფეტები გადმოაყაროს. ნუთუ არ გიღირს 100-ის მაგივრად 103 გადაიხადო, 500-ის მაგივრად 515, 1 000 000-ის მაგივრად – 1 000 030?!

ნუთუ გიღირს 3%-ის გადაუხდელობის გამო გადაეშვა ჯუნგლებში გზამკვლევების გარეშე (ვინც არ ენდობა მაკლერებს, ჯუნგლებში კარგავს გზამკვლევებს), მოხვდე ვარიანტების ნიაღვარში და ურთიერთობების მორევში, ქანცგამწყვეტ მარათონზე ან გადაუწყვეტელობის ვაკუუმში.

ხომ არ მიხვალ იქამდე, რომ შესძახო: 3%-ს კი არა, 10%-ს გადავიხდიო… მაგრამ ჩვენ 3%-ზე მეტს ერთი მხრიდან შიდა კანონის თანახმად არცერთ შემთხვევაში არ ვიღებთ.

ჩვენი აგენტები

ნინო ფალავანდიშვილი

(+995) 599 21 50 12
n.palavandishvili@erdo.ge

ნინო ჩიკვილაძე

(+995) 599 23 63 34
n.chikviladze@erdo.ge

ნიკოლოზ ჯადუგიშვილი

(+995) 599 54 50 55
n.jadugishvili@erdo.ge

ლევან ბაქრაძე

(+995) 577 45 10 13
l.bakradze@erdo.ge