Erdo-Services-–-Shop-Zone

ერდოს სერვისები – მაღაზიების ზონა

 

ერდოს სერვისები – მაღაზიების ზონა

გამყიდველებს-გამქირავებლებს:
ა) თუ ფლობთ რაიმე მაღაზიას, მაგ. პეკინზე ან ნუცუბიძეზე და გეშინიათ, რომ ყოველ დღე შეიძლება 10%-ით გაძვირდეს, ან ყოველ თვე გაორმაგდეს, ან ყოველ წელს… და ვერ წყვიტავთ, თუ ვის მიყიდოთ, ან მიაქირაოთ რომ არ წააგოთ, მაშინ მით უმეტეს არ უნდა გადადგათ გამოცდილი მაკლერების გარეშე დაუფიქრებელი ნაბიჯები.
ბ) ანუ მანამ გადადგამთ, ხომ მაინც ჯობია პატარა კონსულტაცია მაინც გაიაროთ.
გ) და ეს ყველაფერი თუ მოხდება “ერდო ჯგუფში”, მაშინ თქვენ ფაქტიურად აღმოჩნდებით ძალიან ლამაზ, წარმატებულ და დადებით კინოში. სადაც ხელჩაკიდებული “ერდოს” მაკლერებთან ივლით წარმატებებისკენ: საუკეთესოდ გაქირავდება თქვენი ფართები, უძვირესად გაიყიდება თქვენი ქონებები, დაგეზოგებათ ძვირფასი დრო და ენერგია, გამოგიჩნდებათ ახალი პერსპექტივები ბიზნეს-განვითარებებისთვის, გახდებით მუდამ მოთხოვნადი და საინტერესო სხვადასხვა ინვესტორებისათვის, თქვენი პატარა ფართები გადაიზრდება დიდ-ვიტრაჟებიან მაღაზიებში, ხოლო დიდ-ვიტრაჟებიანი მაღაზიები 3-სართულიან შოპინგ-მოლებში.

დამქირავებლებს-მყიდველებს:
ა) მესმის რომ ძნელია მაგალითად პეკინზე ან თუნდაც მარჯანიშვილის მოედანზე მოძებნო რაიმე სანუკვარი ფართი, ისეთ რეალურ ფასში, რომ შემდგომ წარმატებულად მიიღო მოგებები, სიხარულები, ოჯახის შენახვები, ახალი ფართების ყიდვები, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობები…
ბ) მესმის რომ ძნელია არ მოტყუვდე, არ დახარბდე, არ შეცდე და ტყუილად არ გადაიხადო არარეალური ფასი რაიმე მაღაზიაში.
გ) მესმის რომ ძნელია მოუგო კონკურენცია სხვა ბრენდებს და მაინდამაინც შენ მოახერხო, მაგალითად რუსთაველზე “ლაღიძის” ყიდვა.
დ) და მესმის რომ ყველაფერი ეს ძნელია გააკეთო ისე, რომ არ დაუკავშირდე უძრავი ქონების საშუამავლო კომპანია “ერდო ჯგუფს”.

 

ჩვენი აგენტები

შოთა ლეჟავა

(+995) 577 73 65 55
s.lezhava@erdo.ge

ლევან ბაქრაძე

(+995) 577 45 10 13
l.bakradze@erdo.ge

ლელი ჯიქიძე

(+995) 571 60 30 32
l.jikidze@erdo.ge

გიორგი გარსევანიშვილი

(+995) 599 96 45 51
g.garsevanishvili@erdo.ge