ერდოს სერვისები – საცხოვრებელი ზონა

Residential-Zone1

ერდოს სერვისები – საცხოვრებელი ზონა

ერდო = შუამავალს, ბროკერს, მაკლერს, აგენტს, რეალტორს, მედიატორს და კიდევ უფრო ბევრ მაგარ რამეს.

მყიდველებს:
ა) ვთავაზობთ უზარმაზარ საინფორმაციო ბანკს.
ბ) ამ ბანკში (ანუ ჯუნგლებში) შესატყვისი ობიექტის მოძებნას.
გ) რეალურ ფასზე ვაჭრობას, მოლაპარაკებას.
დ) ტრანზაქციისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის დარეგისტრირებას.
ე) ბინის დაცლის დროულ ორგანიზებას.
ვ) შეძახილებს: “მშვიდობაში-მშვიდობაშიო” და შამპანიურის დაბუთქუნებას.

გამყიდველებს:
ა) რეალური სარეალიზაციო ფასის ფორმირებას.
ბ) ექსკურსიაზე მოსიარულე კლიენტებისგან თავის აცილებას.
გ) ვაჭრობაში ხელშეწყობას.
დ) გადახდის პირობებსა, განვადებასა თუ დაცლის ვადების ჩამოყალიბებაში დახმარებას.
ე) საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული ფართის შეთავაზებას (მაგ. ყიდის 3-ოთახიანს ვაკეში და უნდა 2-იანი საბურთალოზე, ან პირიქით).
ვ) სანდომიან, კეთილგანწყობილ, მომღიმარე, დამთბობ, პატარა საჩუქრებითა, თუ შაქარლამებით შეიარაღებულ მაკლერებთან ურთიერთობას.

გამქირავებლებს:
ა) გენიალური, უპატიოსნესი საელჩოების სხვადასხვა წარმომადგენლების მოძიებას.
ბ) რჩევას თუ როგორ უნდა გაარემონტოს, ან რა უნდა შემატოს ბინას, რომ უკეთ გააქირავოს.
გ) დახმარებას, რომ თუ კი სანუკვარი დამქირავებელი დროზე ადრე დაემშვიდობება, ახალი მჯობნის-მჯობნი კლიენტებით მომარაგებს.
დ) ნებისმიერი ვალუტის ნებისმიერ ვალუტაში გადახურდავებას და ტკიცინა კუპიურების სახით, კონვერტებით მიწოდებას.

დამქირავებლებს:
ა) ვის დაცული, სუპერგარემონტებული, ვიპ ფართების მოძიებას და ვის ჩვეულებრივი, ამქვეყნიური, ელემენტარული საცხოვრისების აღმოჩენას.
ბ) გენიალურ, ბრიტანულ ენაზე საუბარს.
გ) ვიზიტკებს თუ ბუკლეტებს.
დ) ჯიპით თუ სედანით სასურველი ობიექტებისკენ სრიალს.
ე) დახვეწილ ხელშეკრულებებს.
ვ) გარემონტებულ, ჩვენ ძვირფას წითელ სავარძლებიან, ოფისში ჩვენ ბოსთან პირად გასაუბრებას, აღმატებულ ღიმილს და ხელის ჩამორთმევას.

 

ჩვენი აგენტები

ნინო ფალავანდიშვილი

(+995) 599 21 50 12
n.palavandishvili@erdo.ge

ნინო მაგრაქველიძე

(+995) 599 14 54 21
n.magrakvelidze@erdo.ge

ნიკოლოზ გეგეშიძე

(+995) 599 53 01 87
n.gegeshidze@erdo.ge

გია ბაქრაძე

(+995) 577 73 10 13
g.bakradze@erdo.ge