ika

იყიდება სახლი

3.000.000ლ

800 m² - თბილისი, ვაკე-საბურთალო, დიღომი 8

QR Code
აღწერა

იყიდება უმაღლესი დონის და ხარისხის 4 სართულიანი ახალაშენებული სახლი დიღომი 8-ში. ულამაზესი ბაღით და დიდი საცურაო აუზით (10x4 მეტრი).

სახლში 10 ოთახია:

4 საძინებელი (ყველა საძინებელს აქვს თავისი სველი წერტილი);

2 მისაღები ოთახი თანამედროვე გერმანული ბუხრებით (0-სართული, 1- სართული);

2 სამზარეულო (0- სართული, 1- სართული);

კაბინეტი;

საუნა თავისი მოსასვენებელი ოთახით და აუზით;

სპორტის დარბაზი;

მანსარდა, სადაც განთავსებულია ბავშვების სათამაშო ოთახი, სველი წერტილი და 3 სათავსო, საგარდერობო;

სამრეცხაო და საუთოვებელი ოთახი;

მარანი და სათავსო სარდაფში;

ტექნიკური სარდაფი (გათბობის ქვაბები, ფილტრები, ავზები და ა.შ);

ავტოფარეხი ორ მანქანაზე (განათებით). გადახურულია გერმანული კრამიტით. 

ბაღში დარგულია უამრავი ძვირფასი მცენარე და ყვავილები. გაკეთებულია სარწყავი სისტემა. ასევე, ბაღის ტერიტორიაზე განთავსებულია აუზი თავისი გათბობით, დინებით და განათებით (პულტზე). აუზთან გაკეთებულია ბერძნული პერგოლა (გაღება-დაკეტვით) და სველი წერტილი (გასახდელი, ტუალეტი და საშხაპე). ეზოში არის ულამაზესი ხის იტალიური ფანჩატური (მოდელი Ankona) განათებით. ასევე სამწვადე, საშეშე და ბავშთა გასართობი სახლი-ბუნგალო. 

სახლი აშენებულია სპეც. ბლოკებით (ფირმა Ytong), სისქე 400 მმ. გადახურულია გერმანული თიხის კრამიტით (ფირმა Jacobi) და მოპირკეთებულია გერმანული აგურით და ძვირფასი ბუნებრივი ტრავერტინის ქვით. ვერანდები და აივნები მოპიკრეთებულია ტრავერტინით და ხით. 

სახლში დაყენებულია მეტალო-პლასტმასის გერმანული კარ-ფანჯარა (ფირმა Salamander) სამმაგი შუშით, პროფილის სისქე 93 მმ. სარდაფის ფანჯრების გაღება არის პულტზე (გერმანული ფირმა Hautau). დაყენებულია გარე დამცავი ჟალუზები პულტზე, ასევე პულტზე.

სამზარეულოდან აუზზე გასასვლელი ვიტრაჟის გასასრიალებელი კარები (Hebeschiebe) გერმანული მექანიზმით. 

სარდაფი გარედან შეფუთულია ჰიდრო + ორი ფენა თერმო იზოლაციით. სახლში დაგებულია აკაციის პარკეტი. 

მთელ სახლში არის ცენტრალური გათბობა + მზის ბატარეა. შემოსასვლელში და სველ წერტილებში არის იატაკის გათბობა. ყველა სველ წერტილში დაყენებულია უმაღლესი ხასისხის გერმანული ფირმის Grohe და Hansgrohe-ის ონკანები და ჰიგიენური დუშები. 

ორივე სამზარეულო აღჭურვილია წამყვანი გერმანული ფირმების ტექნიკით (Miele, Teka). ბუხრები მოპირკეთებულია ხითა და ბუნებრივი ქვებით. სახლი მოწყობილია ევროპული ავეჯით და გერმანული ფარდებით. 

შესასვლელი კარები, ჭიშკრები და ხვეული კიბე ჭედური (სპეც შეკვეთა). 

სახლის ასაშენებლად გამოყენებულია მხოლოდ და მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივი მასალები: გერმანული კრამიტი, გერმანული აგური, აკაციის პარკეტი, კოპიტის შიგა კარები, ცაცხვი (საუნა), მუხა (იატაკი მანსარდაში), ტრავერტინი, წიფელი და ა.შ.

დეტალები
სათაური : იყიდება სახლი
სართული : 0
ქონების ტიპი : კერძო სახლები
სართული სულ : 4
ფასი GEL : 3.000.000ლ
სტატუსი : ახალაშენებული
სამშენებლო ფართი : 800 m²
მდგომარეობა : გარემონტებული
ოთახები : 10
სველი წერტილი : 9
საძინებლები : 4
სახლის სტილი : თანამედროვე
სახლის ტიპი : 2 სართული და მეტი
გარიგების ტიპი : იყიდება
ID : 1170
თარიღი : 18/05/2016
პარამეტრები
ცენტრალური გათბობა
კონდიცირება
ინტერნეტი
აივანი
საცურაო აუზი
ბუხარი
ჩაშენებული სამზარეულო
ავეჯით
პარკინგი
ტექნიკით
ვერანდა
მისამართი
ქვეყანა : საქართველო
ქალაქი : თბილისი
რაიონი : ვაკე-საბურთალო
უბანი : დიღომი 8
Show Address? : 1
კერძო სახლები იყიდება
  • ობიექტის ID : 1170
  • თარიღი : 18/05/2016
აგენტის შესახებ
ზაზა მეზვრიშვილი
კონტაქტი აგენტთან

მსგავსი შემოთავაზებები

Style Selector
Select the layout
Choose the theme
Preset colors
No Preset
Select the pattern