რჩევები გამყიდველებისთვის


როდესაც უკვე აღარავის აღარ გაუღებ კარს. ვინაიდან უკვე ძალიან მოგბეზრდება ტყუილა ექსკურსიაზე, არარეალური კლიენტების გამასპინძლება. როდესაც უკვე ტელეფონის ზარზეც კი გაგაჟრიალებს, რომ კიდევ მორიგი უაზრო კლიენტი არ შეგრჩეს, როდესაც უკვე სასოწარკვეთილი, რო შენი ბინა აღარასოდეს გაიყიდება, ყოველი შემთხვევისთვის მაინც დარეკავ სამაკლერო ბიუროში

…და გაიგებ რა სასიამოვნო, მიმზიდველ და კომპეტენტურ ხმას და სულ ცოტა ხანში, იმ დღესვე, უკვე სამ სხვადასხვა, რეალურ, ძვირფასი მანქანით მოსულ და კარგად გამოწყობილ მართლაც რეალურ კლიენტს იხილავ. და როდესაც უკვე სუნთქვა გახსნილი და მადა მოცემული ლამის აუქციონს გამართავ, შენ ბინას სასურველზე მეტ ფასში გაყიდი, თანხასაც დაუბრკოლებლად მიიღებ, ცხოვრებასაც და ბინის დაცლასაც დაწესებულზე მეტ ხანს გაცლიან და მერე დალოცვით და ახალი მეგობრების შეძენით გაგაცილებენ, მაშინ მიხვდები ვინ არის მაკლერი.

თორემ სხვა შემთხვევაში შეიძლება მუდმივად დანანების რეჟიმში აღმოჩნდე, უკვე ამრეზით დაუწყო ყურება ნებისმიერ კლიენტს და მითუმეტეს მაკლერებს და საბოლოოდ გაწამებულმა და უფულოდ დარჩენილმა შენი ნამდვილი შვილები დააზარალო.
1. ხალათში კი არ დახვდე, სმოკინგში გამოეწყვე.
2. სახლი გააწკრიალე და შუქები გააბრდღვიალე.
3. შენი საყვარელი მყეფავი ცუგუნიები დროებით დამალე.
4. ოჯახური ფოტოების მაგივრად ნეიტრალური შედევრები გამოფინე.

 

 

ჩვენი აგენტები

თამარ ხოტივარი

(+995) 551 74 71 17
t.khotivari@erdo.ge

მარინა აროშიძე

(+995) 599 57 75 95
m.aroshidze@erdo.ge

გიორგი გარსევანიშვილი

(+995) 599 96 45 51
g.garsevanishvili@erdo.ge

გია ბაქრაძე

(+995) 577 73 10 13
g.bakradze@erdo.ge