რჩევები მყიდველებისთვის


როდესაც შენ ძალიან დაიღლები, კომპიუტერში და გაზეთში უაზრო, არარეალური კერძო განცხადებების კითხვით, ან ტაქსისტებში და მეზობლებში ინფორმაციის გროვებით, როდესაც ფულის დაზოგვის მიზნით შემოივლი მთელ ქვეყანას, მაგრამ ხეირიანს მაინც ვერაფერს იპოვი და როდესაც რაც არის არის და უკვე იმედგაცრუებული, საბოლოოდ, ყოველი შემთხვევისთვის მაინც დარეკავ სამაკლერო კომპანიაში

…და გაიგებ რა სასიამოვნო, მიმზიდველ და კომპეტენტურ ხმას, და სულ ნახევარ საათში მიიღებ შენს მეილზე უამრავ რეალურ და სასურველ ვარიანტს, როდესაც უკვე იმედმოცემული სასწრაფოდ გაემართები სამაკლერო ოფისში, ხოლო იქიდან უკვე ფრთებშესხმული, რომ აიხდინე ოცნება და აღმოაჩინე ძალიან იაფად შენი სასურველი ვარიანტი, გაფრინდები ბანკში და მაშინათვე, დაუბრკოლებრივ გადარიცხავ და გაიფორმებ ბინას და შეძახილებით „მშვიდობაში, მშვიდობაშიო“ დააბუთქუნებ შამპანიურს, მაშინ მიხვდები ვინ არის მაკლერი.

თუ გსურს, რომ უძრავი ქონების ნაირფერ მინდორში ყვავილების ძებნით არ გაბრუვდე და გამოსასვლელ ბილიკს მიაგნო, ან ვარიანტების უკიდეგანო ზღვის ტალღებში მორევს აცდე და ნაპირს გამოაგნო, უნდა გადაწყვიტო და გაიხსენო სანუკვარი ანდაზა: “მჯობნის მჯობნი არ დაილევაო”.
თუ ვაჭრობას უკვე ზედმეტად სპორტულად შეყვები და ბოლო ფასის გაუთავებელ ძებნას არ შეეშვები, მაშინ იცოდე და არ გაგიკვირდეს, რომ იმ მდგომარეობაში ჩავარდე, როდესაც საწყისი ფასიც უკვე სანატრელი გაგიხდეს. სწორედ ასეთი შემთხვევა დაემართა ამას წინ ერთ ჩვენს კლიენტს: $150 000-იან ბინას $125 000-მდე ავაჭრა, ამასობაში კი მას სხვა მყიდველიც გამოუჩნდა და არ ვიცით რა მოხდა, აუქციონი გაიმართა თუ რა, მაგრამ ეს ბინა ბოლოს $155 000-ად გაიყიდა.

 

ჩვენი აგენტები

შოთა ლეჟავა

(+995) 577 73 65 55
s.lezhava@erdo.ge

ნინო ფალავანდიშვილი

(+995) 599 21 50 12
n.palavandishvili@erdo.ge

ნიკოლოზ გეგეშიძე

(+995) 599 53 01 87
n.gegeshidze@erdo.ge

გურამ ფალავანდიშვილი

(+995) 599 96 10 60
g.palavandishvili@erdo.ge